Martvili Monastery
Sign in to saveGeorgian Orthodox monastery in Martvili, Georgia
Described at
მარტვილის მონასტერი - NPLG Wiki Dictionaries
nplg.gov.ge →მარტვილის მონასტერი (ინგლ. Martvili Monastery) – VI-VII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, მარტვილის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს სამეგრელოს მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქ. მარტვილში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია : ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, გალავანი , ოთხკუთხა სათავსი („სვეტი“), ჩიქვანების ეკლესია, სამრეკლო , ეგვტერი . სიტყვა მარტვილი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისგან, რომელიც ნიშნავს წამებულს, ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ – დიდი მუხისგან. გადმოცემის თანახმად, ძველად დღევანდელი ტაძრის ადგილას დიდი მუხის ხე მდგარა. მასზე კერპი იყო მიმაგრებული, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, ხოლო აქაური ქურუმები – ჭყონდარები ჩვილ ბავშვებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ ამ მუხის ადგილას აშენებულა VII საუკუნის დასაწყისში (ზუსტი თარიღი უცნობია) სამეგრელოში ქრისტიანობის მქადაგებლის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. ეკლესიის ტრაპეზი დაფუძნებული იყო დაფლულ სიწმინდეზე – მოჭრილ მუხის ფესვებზე. არაბი სარდლის მურვან ყრუს ურდოს შემოსევისას (735-737 წწ.) ტაძარი გადაწვეს. X საუკუნეში აფხაზთა მეფე გიორგი II -მ (922-957 წწ.) ტაძარი აღადგინა და საეპისკოპოსო კათედრა ზღვისპირა ფაზისიდან ქვეყნის სიღრმეში, მარტვილში გადაიტანა. საუკუნის ბოლოს ტაძარს დასავლეთი კარიბჭე მიუშენეს. მონასტერში არსებობდა გადამწერ ბერთა სამყოფი (სკრიპტორიუმი), სადაც ითარგმნებოდა წიგნები და ითხვზებოდა ორიგინალური ნაწარმოებები. XI საუკუნის დასასრულს მონასტერი აოხრებული იქნა თურქ-სელჩუკების შემოსევების შედეგად (XI საუკუნის 80-იანი წლები), რომელიც შემდეგ საუკუნეში კვლავ აღადგინეს. კოპლექსის მთავარი ნაგებობა – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აგებულია VII საუკუნეში და თავისი არსებობის მანძილზე ბევრჯერაა გადაკეთებულ-აღდგენილი. ტაძრის თავდაპირველი გეგმა (თავდაპირველი სახით ის იმეორებს მცხეთის ჯვრის გეგმას. ზომით, შედგენილობით და ელემენტთა განლაგებით ძალიან ახლოს დგას მასთან, მაგრამ აქ ტიპის თავისებური ინტერპრეტაციაა, რაც კარგად იგრძნობა შიგა სივრცეშიც, პროპორციათა შეფარდებებშიც და კიდევ უფრო ფასადთა მორთვის სისტემაში) ჯვრისებრი იყო და ძალიან ჰგავდა მცხეთის ჯვრის ტაძრის გეგმას, თუმცა არ იმეორებდა მას. ხუროთმოძღვარს მიუმართავს თავისუფალი გეგმარებისათვის და ფაქტობრივად ახალი დამოუკიდებელი ძეგლი შეუქმნია. შეცვლილია კვადრატიდან თექვსმეტწახნაგოვან გუმბათის ყელზე გადასვლის ტრომპების სისტემა (საფეხურისებრი ფორმა აქვს). კუთხის ნიშები გაზრდილია, გაზრდილია აგრეთვე აფსიდების მკლავების სიღრმე. გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია ფასადთა რელიეფებიც. ამჟამად უცვლელი სახით შემორჩენილია აღმოსავლეთის ფასადი რომლის ნაპირა ფრთებთან შედარებით, ვიწრო ხუთწახნაგა საკურთხევლის აფსიდის შვერილს ამშვენებს ერთ კომპოზიციურ ჩარჩოში ჩასმული ლავგარდანი და ფრიზი , რომელშიც ერთიან უწყვეტ დეკორაციულ ხლართს ქმნის ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები სტილიზებულ მცენარეულ ორნამენტთან მონაცვლებით. დასავლეთის ფასადი დაფარულია X საუკუნეში მინაშენი კარიბჭითა და ორი ეგვტერით. ტაძრის შიგა კედლებში დატანებულია საიდუმლო ხვრელები ქვის საფეხურებით, რომლებიც შვერილთა სხვენზე განთავსებულ საიდუმლო ოთახებში შედის. ტაძრის იატაკს ამშვენებს წრიულად დაწყობილი უძველესი ქვაფენილი. ტრაპეზი გაკეთებულია XVIII საუკუნეში. ტაძარს ამშვენებდა ფრესკული მხატვრობა, რომლის ორიოდე ფრაგმენტია შემორჩენილი. უკეთ გამოიყურება ჩრდილოეთი კედლის XVI-XVII საუკუნეების მხატვრული მორთულობა, სადაც რამდენიმე რეგისტრზე დაცულია ჩიქოვან-დადიანთა ოჯახის წევრების პორტრეტები . მონასტერს იცავს მაღალი, მძლავრი ბურჯებით გამაგრებული რიყის ქვით ნაგები გალავანი, რომლის ჩრდილოეთ კედელთან დგას სამსართულიანი ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ჩიქვანების ეკლესია აგებული X საუკუნეში. სავარაუდოდ იგი მცირე სენაკი – სამლოცველო იყო. მეორე სართულის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთის მკლავებს დატანებული აქვს თითო სარკმელი . სათავსის შიგნით, აღმოსავლეთით დგას ქვის ტრაპეზი. აფსიდებში შეჭრილ თაღებზე დადგმულია მაღალყელიანი, ექვსსარკმლიანი გუმბათი . სარკმლები მორთულია რელიეფური არშიებით "არშია (არქიტექტურა)") . მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით დგას გეგმით ოთხკუთხა (დაახლოებით 5,0x5,0 მ) ე.წ. „სვეტი“, რომლის სიმაღლე 20 მეტრია. მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები მასიურია, ხოლო დასავლეთი და აღმოსავლეთი – თაღებითაა გახსნილი. აგ
Excerpt from a page describing this subject · 23,531 chars · not written by Vinony
Wikidata facts
- Instance of
- monastery
- Religion
- Eastern Orthodox Church
- Country
- Georgia (country)
- Located in
- Martvili
- Image
- Martvili monastery2.jpg
Show 6 more facts
- Commons category
- Martvili monastery
- native label
- მარტვილის მონასტერი
- inception
- 1000-00-00
- diocese
- Georgian Orthodox Church
- described by source
- Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary
- described at URL
- www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/მარტვილის_მონასტერი
Sources (1)
via Wikidata · CC0